მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯეპრას PR-სკოლა ტრენინგებს ონლაინ პლატფორმაზე აგრძელებს

ჯეპრას PR-სკოლა ტრენინგებს ონლაინ პლატფორმაზე აგრძელებს

ონლაინ შეხვედრები, სხვადასხვა კურსები თუ ტრენინგები - თანამედროვე ტექნოლოგიები ამოუწურავ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რათა პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის პერიოდშიც დავრჩეთ აქტიურები, მივიღოთ განათლება და სახლში ყოფნის მთელი ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

ჯეპრას PR-სკოლა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩერდება და აქტიურად სთავაზობს დაინტერესებულ მომხმარებელს კომუნიკაციების სფეროში სხვადასხვა საკითხების შესახებ უფასო ონლაინ ტრენინგებს.

დღეს ჯეპრას პიარსკოლამ ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ კომერციულ დირექტორს თამთა კალანდაძეს უმასპინძლა.

tamta-kalandadze_o_h.jpegროგორ არ გადავიხადოთ მედიაში რეკლამაში ფული; რას ნიშნავს მარკეტინგი 1 ლარად; რა არის თანამედროვე მედიის გამოწვევები და როგორ შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტი - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც ყურადღება გამახვილდა ლექციის განმავლობაში.

პანდემიის პერიოდი კომპანიების უმეტესობისთვის პრობლემაა. პრობლემა, რომელიც სწორი კომუნიკაციის მეშვეობით თავისუფლად შეიძლება გამოწვევებად გარდაიქმნას.

თანამედროვე ტექნოლოგიები კი გვაძლევს საშუალებას, ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად, ნაკლები ბიუჯეტის დახარჯვით და ეფექტიანად გავრცელდეს.

ეს სტატიაც ზუსტად ლექციის მიმდინარეობის დროს იწერება. „კლიპარტის“ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობის სტილის მეშვეობით კი ეს მასალა განსხვავებულ მედიაპლატფორმებზე ერთდროულად ქვეყნდება და მკითხველამდეც სწრაფად და მარტივად აღწევს.

ორიოდე სიტყვით „კლიპარტის“ შესახებაც მოგითხრობთ: „კლიპარტი“ არის მარკეტინგული გუნდის დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ კონსულტანტები და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ამ პერიოდში უამრავი პროექტიდან დაგვიგროვდა, შეგვიძლია, საუკეთესო რეკომენდაციები მივცეთ ბიზნესს - რომელ მედიაში განათავსოს რეკლამა, რა იქნება უფრო შედეგიანი, როგორ მოახერხოს ფინანსების მინიმალიზაცია და ა.შ. თამთას თემაც სწორედ ამას შეეხო – როგორ შეიძლება ბიზნესმა არ დახარჯოს მედიაში ფული.