მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი 17 ივლისს,ნუცუბიძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ხვალ, 17 ივლისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქ. N221-ში, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

როგორც „ჯივიპიში“ აცხადებენ, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 17 ივლისს 23:50-დან 18 ივლისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონი, ნუცუბიძის I მიკრორაიონის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას IV, V, VI კვარტლებს, ნუცუბიძის ქ. N221,223-ს, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge