საზოგადოება

ჯივიპი დღეს, 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

ჯივიპი დღეს, 26 იანვარს
ღრმაღელე-სამგორის
წყალგამტარ გვირაბზე
წყალმომარაგების
სტაბილურობისთვის
აუცილებელ სამუშაოებს
იწყებს
1611644462
დაკოპირებულია

დღეს,  26 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ჯივიპი სამუშაოების საწყის ეტაპს 26 და 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

დღეს, 26 იანვარის დღის 12:00 საათიდან 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ქურდიანის, ჩიქობავას, ფიროსმანის ქუჩებს, დადიანის ქ. N1-39 და N2-ს, თევდორე მღვდლის ქ. N1-13 და N2-14, ვაგზლის მოედანს, თამარ მეფის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მამარდაშვილის, ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, კონსტიტუციისა და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს.

ხვალ, 27 იანვრის დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, ალავერდის, თუმანიშვილი-წერეთლის, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ჟორდანიას, რეხის I, II, III და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ასათიანის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთისა და მიმდებარე უჩებს.

ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

იგი უერთდება ერთიანი ოპოზიციის აქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისაკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.

1614333795

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.  ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333760

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“,  - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333291

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1614333041
ალიევი სომხეთის შესახებ

ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაუ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთ...

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღე...

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1614328239
თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.