მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი ხვალ, 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ხვალ, 27 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ,  გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სისტემის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27 მაისს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაინს და მე-2 მიკრორაიონის N33-41 კორპუსებს.