მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპიმ ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

წყალმომარაგების აღდგენა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან, სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწნებით.

ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა ყველა საჭირო ინვენტარით.

ჯივიპიმ ისანი-სამგორის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. 

ამ დროისთვის ჯივიპი პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ახორციელებს.  პროექტში კომპანიამ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.