მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს პირბადეებს გადასცემს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, კომპანია ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევას სრულად იაზრებს.

„მიგვაჩნია, რომ მედიას დღეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და ცდილობენ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესახებ საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იყოს“, - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში გააზრებული აქვს კომპანიის დღევანდელი როლი და აქტიურად აშუქებს ათასობით მაღაროელისა თუ მეტალურგის საქმიანობას.

„ვაფასებთ ყველა იმ მედიის წარმომადგენლის საქმიანობას, რომელთაც ვირუსის უშუალო გავრცელების არეალში მუშაობა ხშირად უწევთ.

დარწმუნებული ვართ, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და ხელისუფლება დღეს აქტიურად ზრუნავენ ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გვსურს, მათი საქმიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენც გამოვხატოთ.

ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში გააზრებული აქვს კომპანიის დღევანდელი როლი და მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში, აქტიურად აშუქებს ჩვენი დასაქმებული ათასობით მაღაროელისა თუ მეტალურგის საქმიანობას და აფასებს მათ შრომას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კომპანიას არცერთ ეტაპზე საქმიანობა არ შეუჩერებია, შეუფერხებლად ქმნის იმ დოვლათს, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქართული წარმოების რესპირატორები კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგა და დღეს დასაქმებულები საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობენ.

ვცდილობთ, შევინარჩუნოთ წარმოების უწყვეტი ციკლი, დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები, ქართული ეკონომიკა და სახელმწიფოს ინტერესები.

გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო მალე გაუმკლავდება ყველა იმ რთულ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას“, - აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, მედიის წარმომადგენლები, ვისაც დღეს რესპირატორების გარეშე უწევთ მუშაობა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წინადადებით დაინტერესდნენ, კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:

+(995) 551 74 23 23

+(995) 555 934 934

„ჯორჯიან მანგანეზი“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

#ჩვენვმუშაობთშენთვის

#დარჩისახლში

#StopCovid19“, - ნათქვამია განცხადებაში.

jorjian-manganezi_o_h.jpeg