მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგი აქცია გაიმართა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგი აქცია გაიმართა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტი - „გაამწვანე მომავალის“ მორიგი აქცია გაიმართა, აღნიშნული გამწვანების კამპანია სექტემბერში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია ზესტაფონში, ქვემო საქარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ისახავს მიზნად, რისთვისაც 5000 ცალი იფანის ჯიშის ხის ნერგის შეძენა მოხდა.

jorjian-manganezi_o_h.jpegგარემოსდაცვითი პროექტი 2019 წლის 31 ოქტომბერს, ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით დაიწყო, რაც რეგიონში 25 ათასამდე ხის დარგვას ითვალისწინებს.

კამპანიის ფარგლებში, 5 500 ერთეული იფანისა და აკაციის ნერგი, როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის, ასევე 18 სოფლის 26 სკოლისა და 48 საბავშო ბაღის ტერიტორიაზე უკვე დაირგო.

გამწვანების აქციას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე შეუერთდნენ, რომლებსაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ უმასპინძლეს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე ახალი, 22.5 მეგავატიანი ღუმელი და წიდების დახარისხების უბანში დასრულებული მშენებლობა მოინახულეს.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, პანდემიის შედეგად გამოწვეული საწარმოო და მსოფლიო ბაზარზე არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, მზად არის საქართველოს რეგიონებში, სადაც ის ოპერირებს (ზესტაფონი, ჭიათურა), სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკა ზედმიწევნით განახორციელოს, ასევე აქტიურად ჩაერთოს ყველა იმ პროექტსა და აქტივობაში, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.