მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისი

დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო საჭირო გახდა წყლის ტექნიკური გადართვა და ნაკადების ცვლილება, რამაც გამოიწვია გლდანის მიკრორაიონებში წყლის დროებითი ამღვრევა - ფერის ცვლილება.

კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მიმდინარეობს ქსელების ინტენსიური რეცხვა.

კომპანიის ლაბორატორიებმა ადგილზე აიღეს წყლის ანალიზი. ამავდროულად, გრძელდება წყლის ხარისხის უზრუნველოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში, მონიტორინგი და გაუსნებოვნება.

პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად აუცილებელია წყლის დროებითი შეზღუდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 20 ოქტომბრის 19.00სთ-დან ხვალ, 21 ოქტომბრის დილის 08.00სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება

გლდანის რაიონში:

V-VI-VII-VIII მიკრორაიონებს, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, სააკაძის, კვესეთისა და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.