მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისი

ხვალ, 12 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 12 მაისს 23:00 საათიდან 13 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

მანჯგალაძის ქუჩას და შესახვევებს, დადიანის, ლიკანის და ურიდიას ქუჩების ნაწილს, რკინიგზის, ხიმშიაშვილის, ჩხიკვაძის, მესხის, ლეჩხუმის და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge