საზოგადოება

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ვაპირებდი თამარისთვის კამერა დამეყენებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი

გარდაცვლილი პროგრამისტის მამა
21:22 01.08
დაკოპირებულია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილის სიკვდილი მის საქმიანობას უკავშირდება. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის მშობლებმა არა ერთხელ განაცხადეს, თუმცა ახალ ინტერვიუში, რომელიც თამარის მამამ ჟურნალისტებს მისცა, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ვითარებაში გასარკვევად, შვილისთვის სათვალთვალო კემრის დაყენებას აპირებდა.

„ბოლო პერიოდში ვაპირებდი კიდეც კამერა დამეყენებინა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ვეკითხებოდი, მითხარი რა ხდება, რა პრობლემა გაქვს, იქნებ მოვაგვაროთ მეთქი, მაგრამ როგორც კი სამსახურზე ერთ სიტყვას ვეტყოდით, ღიზიანდებოდა. ზეწოლის ქვეშ იყო ბავშვი“, - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

გარდაცვლილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმეში ბევრი კითხვაა, რატომ უარყოფს პოლიციელი ლადო ბაჭულაშვილი ფაქტს, რომ მის მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ თამარი დიდ შარში იყო. თეონა თამაზაშვილი ასევე სვამს კითხვას, რა ეცვა მის შვილს მაშინ, როცა ცხედარი იპოვეს.

„მეზობელმა მითხრა, რომ სახლიდან გასულ თამუნას შავი ზედა ეცვა, ხოლო, როცა მანქანიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს მას თეთრი ფერის ტანსაცმელის სცმია“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი და გამოძიებისგან მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა მამას ელექტროშოკი სთხოვა, რომელიც მამამ შვილს უყიდა.

23 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები თითქმის 5 დღე გაგრძელდა.

22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივი მწყემსის არასრულწლოვანმა შვილმა იპოვა.

საქმეზე გამოძიება 115-ე , თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დრომდე უცნობია ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრეს...
00:43
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვ...
00:12
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომ...
23:31 07.08
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმის ხელმძღვანე...
23:17 07.08
ავიაკატასტროფა ინდოეთში ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა გ...
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფ...
22:29 07.08
ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივა...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმი-თბ...
სლოვენიის საგარეო უწყება საქართველო-რუსე...
„სლოვენია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭ...
18:03 07.08
სერბეთის პრეზიდენტმა და ალიევმა სომხეთის...
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან ს...