„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს „მთავარი არხის“ ეთერში სავარაუდო უხამსობის შემცველი სიუჟეტი განიხილა, რომელზე გადაწყვეტილებასაც მომდევნო სხდომაზე მიიღებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის უხამსობით იყო გაჯერებული სამაუწყებლო ეთერი.
„იქიდან გამომდინარე, რომ უხამსობის რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი და კანონით ეს რეგულირებადი საკითხია 2009 წლიდან, ჩვენ ამაზე აქტიური მონიტორინგი დავიწყეთ, მოვუწოდეთ მაუწყებლებს, რომ ამ სერიოზულ პრობლემას მიაქციონ ყურადღება და ასეთი შინაარსის შემცველი გადაცემების გავრცელებას მოერიდონ. რადგან, ადამიანებს, როდესაც განსხვავებული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფას აყენებენ დიდი აუდიტორიის წინაშე, ამით მკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმის სურვილი ჰქონდეს და ის ამას მოერიდოს, იმის გამო, რომ შესაძლოა მას შეურაცხყოფა მიაყენონ, რითიც მისი უფლებები შეიძლება შეილახოს. მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ მოქალაქეზე და არა პოლიტიკოსებზე და საჯარო მოხელეებზე რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვთ და ამ თვალსაზრისით მაღალი სტანდარტი არსებობს და ასეც უნდა იყოს“ - განაცხადა კახა ბექაურმა.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.
წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.
ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.
„პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ - ახლა კონცერტი თუ გიშველით მარტო“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიტინგს ეხმაურება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თავად სიჭინავა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ბოევიკები“ სკოლას თავს დაესხნენ და 300-ზე მეტი გოგო გაიტაცეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.