მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილმა ისნის რაიონში თემატური ჯგუფების ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა წარადგინა

კახა კახიშვილის ახალი პროექტის პრეზენტაცია ისნის რაიონში

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა ისნის რაიონში თემატური ჯგუფების ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

როგორც კახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გეგმა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული ინიციატივიაა და პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მხარდაჭერა დაიმსახურა.

პროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სფეროს შესაბამისი თემატური ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, ბაგა-ბაღების წარმომადგენელთა, სკოლების, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა, ახალგაზრდობის მხარდამჭერთა, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და სხვა თემატური ჯგუფები, რაც იქნება გამგეობისა და მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის გამჭვირვალობის, საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის განმსაზღვრელი ორგანო.

თემატურ ჯგუფში გაერთიანდებიან ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ მაჟორიტართან. რაც გულისხმობს - პერიოდულად ჯგუფის წევრების შეხვედრას დეპუტატთან, სადაც განიხილება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც კონკრეტულ ჯგუფს აწუხებს.

კახიშვილის თქმით, პრობლემები განსხვავებულია და განსხვავებულია მათი გადაჭრის გზებიც. ამიტომ, შესაძლებლობის ფარგლებში, განისაზღვრება მათი პრიორიტეტულობა, რის შემდეგაც გუნდთან ერთად დაიწყება საკითხზე მუშაობა. ასევე, განიხილება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება კონკრეტული თემატური ჯგუფის ინტერესებთან.

„პერიოდულად გაიმართება ჯგუფების საერთო სხდომები, სადაც შეჯამდება განხორციელებული პროექტები და განიხილება სამომავლო გეგმები, ასევე, რაიონის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები, რომლებიც პრიორიტეტული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების საშუალება იქნება. ჩემი და ჩემი გუნდისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტია, ამიტომ, ჩემი საარჩევნო პროგრამაც ისნის რაიონის თითოეულ ადამიანზეა მორგებული.

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს - ბექა დავითულიანსა და აქ მყოფ თითოეულ ადამიანს, პრეზენტაციაში მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

kakha-kakhishvilma-isnis-raionshi-akhali-gegma-tsaradgina_o_h.jpegprezentatsia-isnis-raionshi_o_h.jpegkakha-kakhishvili_o_h.jpegbeka-davituliani_o_h.jpegprezentatsia_o_h.jpegkakha-kakhishvili_o_h.jpegprezentatsia-isnis-matskhovreblebistvis_o_h.jpeg