მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე ბერას მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე ბერა ივანიშვილის კონცერტზე.

თბილისის მერი კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ბერა მამასთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა.

„ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო“, - წერს კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი Tik Tok-ი ინტერნეტმომხმარებლებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება. Tik Tok-ის მოხმარებლები აღნიშნულ პლატფორმაზე აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებს ანთავსებენ. გასულ კვირას ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ოჯახმაც გადაწყვიტა Tik Tok-ზე გადასვლა და Facebook-ს მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის გამოიყენებენ: „ვეც­დე­ბით, ჩვე­ნი პა­ტა­რა კლი­პე­ბით ამ რთულ დროს სახ­ლში იძუ­ლე­ბით ყოფ­ნა ცოტა გა­გი­ხა­ლი­სოთ!" - აღნიშნა ბე­რამ.