საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ - დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოვახდინეთ

თბილისის მერი კახა კალაძე
16:21 16.09
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია არავის კერძო საკუთრებას არ ეხება და კერძო საკუთრება დღეს არის ხელშეუხებელი. მისივე თქმით, მუნიციპალური ინსპექცია მიტაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟს კანონის ფარგლებში ახორციელებს.

„ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ. დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული კონკრეტული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოვახდინეთ. მოსახლეობამ გაფრთხილების მიუხედავად, შენობების დემონტაჟი არ განახორციელა. სამწუხაროდ, დედაქალაქში გვაქვს ბევრი ისეთი ლოკაცია, სადაც მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომში პატარა ნაგებობების განთავსება ხდება, იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიწების დაკანონება მოხდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ და ყოველთვის კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თავს ვიკავებ კონკრეტული ადამიანების არსებული მდგომარეობა წარმოვადგინო. თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებას ინდივიდუალურად, ყველა იქ მყოფი ადამიანის არსებულ მდგომარეობას წარვუდგენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...