მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთანაა დაწყებული

თბილისის მერი, 2020

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავიირუსის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ვიდრე ქვეყანაში სწრაფი ტესტი შემოვა, პაციენტებთან მუშაობა PCR ტესტებით გაგრძელდება.

"სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთანაა დაწყებული. სწრაფ ტესტებს რაც შეეხება, ის არა მხოლოდ საქართველოში არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეიქმნა ანალოგიური პრობლემები, იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. მაგალითად, ესპანეთში კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით შესაბამისად. რა თქმა უნდა, ჩვენც ვერ ავირებდით პასუხისმგებლობას. სხვა ტესტები შემოვა საქრთველოში, თუმცა ყველაზე მთავრი არის ის, რომ PCR ტესტების ანუ ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.