საზოგადოება

კახა კალაძე: ცხოვრების ასეთი წესი უჩვეულოა, მაგრამ რას ვიზამთ

თბილისის მთავრობის სხდომა
23:18 07.04
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად მოქალაქეების სახლებში დარჩენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"თბილისისთვის უჩვეულოა ცხოვრების ის წესი, რაშიც ახლა ვიმყოფებით, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ღონისძიებების გატარება არის გადაუდებელი აუცილებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, რომელთა უმეტესობა კომენდანტის საათს ძალიან კარგად იცავს. არის გარკვეული დარღვევები, რასაც შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოსდევს. კიდევ ერთხელ ავხსნი თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე- ერთია, როცა ხედავ მტერს და იცი, რისთვის უნდა მოემზადო, მეორეა, ებრძვი მას, რასაც ვერ ხედავ. ამ უხილავმა მტერმა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში. ვხედავთ, რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში, რა მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, საბედნიეროდ, იქაც ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა დასტაბილურდა სიტუაცია.

ამდენად, მკაცრი ზომები და ნაბიჯები, რაც ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ, იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას-დარჩით სახლში! თუ რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან. ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანსა და საქართველოს მ...
59 წუთის წინ
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზ...
09:14
ჩუკოტკაზე 26 მაისს დილით ᲩᲐᲛᲝᲕᲐᲠᲓᲜᲘᲚᲘ ᲕᲔᲠᲢᲛᲤᲠᲔᲜᲘ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა....
07:49
რუსეთში, ჩუკოტკის აეროპორტში ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა. ინცინდენტი 26 მაისს დილით მოხდა. რუსული მედ...
07:08
მეუფე თეოდორე მიტროპოლიტი თეოდორე: თუ გადმოგვეცემა ტყეები,...
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართვ...
სისხლის უანგარო დონაციის აქცია, ამჯერად,...
აქციაში მონაწილეობას როგორც ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასე...
საგადასახადო დავების განხილვა დისტანციურ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით COVID–19-ის პანდემიის გავრცელ...
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი...
შემოსავლების სამსახურმა 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, გურიასა და სამეგრელო-ზემო...