საზოგადოება

კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაცია დასრულდა

მონუმენტის „ადამიანი და
მზე“ რეაბილიტაცია
დასრულდა
1606234624
დაკოპირებულია

თბილისის მერიამ ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ალბათ, ყველამ იცით ეს ტერიტორია - აეროპორტის გადასახვევთან არსებული სკვერი, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ დგას. მონუმენტი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტირდა, განათდა, ტერიტორია გამწვანდა, დამონტაჟდა განათების სისტემები. დარჩენილია პატარა დეტალები, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ეს ის ადგილია, რომელსაც პირველად ხედავენ დედაქალაქში აღმოსავლეთ საქართველოდან, ასევე, აეროპორტიდან შემომსვლელი სტუმრები. ეს ტერიტორია იყო გაუბედურებული, დანგრეული. დღეს ეს ყველაფერი განახლებულია და ვიზუალური თვალსაზრისითაც ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სარწყავი სისტემა მოეწყო, 4 713 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და სხვადასხვა სახეობის 2 410 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. პირველი თარგი მოეწყო ტერასულად, შეიქმნა მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. ამავე თარგში განახლებული დიზაინით, ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ახალი საინფორმაციო ბანერი განთავსდა, ხოლო მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება.

კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 21 777 მწვანე ნარგავი დაირგო და 48 725 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.

რაც შეეხება „ადამიანი და მზის“ მიმდებარე ტერიტორიას, მონუმენტთან არსებულ თარგში მოეწყო დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება. ასევე, განხორციელდა თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. ორივე თარგში მოეწყო ლენტური განათებები და დამონტაჟდა გრუნტის პროჟექტორები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 425 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, 24 300 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.

„ადამიანი და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის პროექტზე დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯორჯ ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონ ლარამდე გამოიყო.

თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

თბილისი 212, იმერეთი - 61 კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა. 

1611127038

 პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ის საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში საუბრობს მორალურობასა და ეთიკურობაზე.

მისი თქმით,  არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით გააკეთებ.

1611128687

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი პროექტები ვერ განხორციელდა და მათი გადავადება მოხდა.

1611128196

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611126700

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  2987 პირი ემსხვერპლა.

1611126175
საქართველოში
კორონავირუსით 469 ადამიანი
ინფიცირდა და 1792 ადამიანი
გამოჯანმრთელდა

469 ინფიცირება , 1 792 გამოჯანმრთელება - ეპიდ...

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611125976
1611118045
პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

„დაჭერის პრობლემა რომ შეგექმნა, მერე შეგ...

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა. 

ჯო ბაიდენი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის...

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება.