მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალეს

კახეთში სეტყვა გაანეიტრალეს

15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად კახეთის 4 რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 209 კმ2 საერთო ფართობის მქონე შიდამასიური ტიპის ღრუბლის მასებმა რეგიონში დღის მეორე ნახევარში დაიწყო ჩამოყალიბება.

„კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 42,6 მმ იყო. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში 17:32 სთ-დან 23:28 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე რაკეტა

სარაკეტო დამუშავების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა, მცირე რაოდენობის სეტყვის მოსვლა სიღნაღის რაიონში სროლისთვის შეზღუდულ სექტორში დაფიქსირდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.