მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში "ცხელების ცენტრები" პაციენტების მისაღებად მზად არის

ექიმის ზოგადი ფოტო

კახეთის მხარეში ცხელების 4 ცენტრი მოქმედებს. ცენტრები სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულა.

"კახეთში 4 ცხელების ცენტრია გახსნილი - საგარეჯოს, ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტებში. დავათვალიერეთ თითოეული ცხელების ცენტრი. ყველგან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. პერსონალი შესაბამისად მოტივირებულია. გააჩნიათ მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა, ვფიქრობთ რომ ეს ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოყენების დიდი საჭიროება არ დადგება" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთში მოქმედი დაწესებულებები შერეული ტიპის არის და ყველა პროფილის პაციენტებს ემსახურება.

ამ დროისთვის covid 19- ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.