მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს - როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კავსაძე კახი

„კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. შოკის ხარისხი შემცირებულია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი საშუალოა.

კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა კოვიდ 19-ს ახასიათებს ის, რომ რაც ორგანიზმში არის პათოლოგია, მის გამწვავებას იწვევს“, - აცხადებს ლევან რატიანი.

ცნობისთვის, დღეს, 29 ნოემბერს მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს მისმა შვილმა, ნანუკა ხუსკივაძემ დაუდასტურა.

📌 მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.

📌 საქართველოს სახალხო არტისტი 85 წლის გახლავთ.