საზოგადოება

კალაძე: 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 მანქანას

კახა კალაძე
13:36 05.08
დაკოპირებულია

„საზოგადოებირივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე,“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% - 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი - 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე ისაუბრა, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს 8 წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.

სამების ფასადი 3

დღეს საქართველოში ღვთისმშობლის შობის დღე...

დღეს, 21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. დღესასწაულ...
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ᲜᲐᲫᲐᲚᲐᲓᲔ...
09:05
დღეს, 21 სექტემბერს თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდ...
08:45
ირანის დედაქალაქ თეირანის პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ვი...
03:00
განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლლობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები წინასასამა...
23:43 20.09
პარტიისა და კოალიციის ლოგოები „ქართული ოცნება“ - 25%, კოალიცია „ძალა ერთობა...
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ორგანიზაცია IPSOS-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, „...
ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში...
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთი...
კრწანისის რაიონში დასუფთავების მასშტაბურ...
„თბილსერვის ჯგუფმა“, დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, მიმდე...
გიორგი გახარია ბაღდათში: ამ უნიკალურ ბუნ...
„ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა...