მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: კობა დავითაშვილის სახით საქართველომ სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი დაკარგა

ზონალური პარკირება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„ყველანი დამწუხრებულები ვართ, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში დიდი წვლილი შეიტანა კობა დავითაშვილმა.

„დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი. ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს“, - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, დღეს, 2 დეკემბერს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

👉 თამთა მეგრელიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ამ მკვლელი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი კობა დავითაშვილი დღეს გარდაიცვალა