მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: ვირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ტაქსის მძღოლი ან თანამდებობის პირი

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მეტროს მემანქანის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„დაახლოებით 25 მემანქანე დაინფიცირდა.

სამწუხაროდ, კორონავირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, თანამდებობის პირი, ექიმი, დედაქალაქის მერი და ა.შ.

ეს არის უხილავი მტერი და ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მეც და თქვენც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მერიის მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გატარებული იყო.

ცნობისთვის, დღეს, 2 დეკემბერს მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა.