მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთში, ტყვარჩელთან მიწისძვრა დაფიქსირდა

მესამე მიწისძვრა
ქალაქ ტყვარჩელთან, თბილისი დროით 11:31 საათზე, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველად ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ მარჯვენა პტიში იყო, მისი სიმძლავრე კი 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს, საქართველოში, სოფელ ფარავანთან ჯერ 23:41, შემდეგ კი 23:56 საათზე ორი მიწისძვრა მოხდა.