მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქალი, რომელიც ბორჯომში ავარიისას დაშავდა, გარდაიცვალა

საავადმყოფოს დერეფანი

ქალი, რომელიც ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე 1-ელ აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, დღეს, 8 აგვისტოს გარდაიცვალა.

12 დაშავებულიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის იმყოფებოდა. პაციენტი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს, თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალისტების ჯგუფმა ბარძაყის და ბეჭის ძვლის მოტეხილობით დედაქალაქში გადაიყვანა.

ოჯახის წევრების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ქალის მდგომარეობა შემდეგ დღეებში დამძიმდა.

გარდაცვლილი სოფელ თისელის მკვიდრია. ის თბილისი-ახალციხის სამარშუტო ტაქსში იჯდა.

ცნობისთვის, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა 1-ელ აგვისტოს მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აგრძელებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდება, რადგან დაშავებული გარდაიცვლა.