მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქალი, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, თერჯოლის ცხელების ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაშია

ცხელების ცენტრი თერჯოლაში

გალში მცხოვრები 60 წლამდე ქალი, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, თერჯოლის ცხელების ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი დავით სარიშვილი აცხადებს, ქალი პირველ ივლისს თერჯოლაში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცხელების ცენტრიდან კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს.

პაციენტს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი ვერ საუბრობს, ვისთან ერთად გადმოდიოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.