მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაჯალაში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

„კორონა“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სოფელ ყარაჯალაში შეზღუდვბი გრძელდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დრომდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით დღეს, სოფელში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ მხარდაჭერით, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს გადრაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა.

მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, სოციალური პაკეტები მუნიციპალიტეტის მერმა-რამაზ ბუდაღაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ყარაჯალარი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ე.წ „წითელ ზონად“ რჩება, შეზღუდვების პარალელურად სოფელში დისტრიბუციისა და ადგილობრივების პროდუქციის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.