მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქარი, მცირე წვიმა - მოიმატებს თუ არა ჰაერის ტემპერატურა მომდევნო 1 კვირის მანძილზე?

მოსალოდნელია წვიმა

დღეიდან, 30 ნოემბრიდან  6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება.

„უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამინდი თბილისში 👇

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.