მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2020

„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას“,- ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავს ულოცავს.

ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად დიდი მსხვერპლი გაიღო და მისი დაფასება ყველა მოქალაქის ვალია.

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

📌9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა