საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის
სოფელ აღაიანის უწყვეტი
წყალმომარაგებისთვის
სამუშაოები დაიწყო
1603953756
დაკოპირებულია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს მუშაობას რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად, წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა დაიწყო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში. პროექტის მიზანია ადგილობრივების სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება.

სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე ადგილზე გაეცნო.

„სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს და 11 თვეში უნდა დაასრულოს. მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით სოფელში განთავსდა საინფორმაციო ბანერები. სამუშაოების ღირებულება 2,4 მილიონ ლარზე მეტია.

ამ ეტაპზე, სოფელ აღაიანს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება. დასახლებაში არსებული წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, მოსახლეობის ნაწილს თვითნებურად მოწყობილი ჭები აქვს, თუმცა ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.

პროექტით გათვალისწინებულია ახალი წყალსადენის ქსელის, რეზერვუარების, ჭაბურღილების მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 500 ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება“, - აცხადებენ სამინისტროში.

6 მაისი

საკურას ბრილიანტის ბეჭდი, რაფაელის გალერ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

1620318091

„დღეს ავიცერი - რადგან მჯერა, რომ: ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური და დადასტურებული გზა პანდემიას ამარცხებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებასთან, ადამიანებთან - თქვენთან და ჩემთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს პირადად გეშინია თუ არა კოვიდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1620315278

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1620314408

აჭარაბეთზე EGT ყვავის ჯეკპოტი კიდევ უფრო გაიზარდა და 9.000.000 მილიონ ლარს გადააჭარბა.

1620313944
ეროვნული ბანკისა და ACAG-ის
ერთობლივი პრინტ კონკურსი
გაიმართა

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კ...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4430 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.31 თეთრი შეადგინა.

1620306488
„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული...

ჩატარებული კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის მძიმე დაავადების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ორი ვარიანტით. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.