კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით დაიწყო: 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.