მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრმა COVID-19-ის წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეამოწმა

კასპში ცემენტის ქარხანა შეამლეს

"ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გაიდლაინების დაცვის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, "კასპი ცემენტის" საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.

"აქ ყველგან არის წარმოდგენილი პირადი დაცვის საშუალებები, ადგილებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ეს საწარმო საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ შემოწმებას პერიოდულად განვახორციელებთ," - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება.