მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!“ - საქართველოს პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს აფასებს

ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ, ღამით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს 3 ადამიანი დაესხა თავს. სამივე მათგანი დაკავებულია.

აღნიშნულ ფაქტს, აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა.

აგრეთვე იხილეთ:

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“ - თალაკვაძე

„მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“ - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე

„ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია“ - ოპოზიციის განცხადება

„ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს“ - დიმიტრი ხუნდაძე

„ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი“ - მიხეილ სააკაშვილი