მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კავკასიის მედიცინის ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად და აპლიკაცია EKIMO-სთან თანამშრომლობით შექმნილ დისტანციურ სამედიცნო სერვისებს სთავაზობს

კავკასიის მედიცინის ცენტრი

მსოფლიოში შექმნილი საკარანტინო და საიზოლაციო რეჟიმის პერიოდში ადამიანებს გეგმიურ სამედიცინო მომსახურებებზე შეზღუდული წვდომა აქვთ.

"ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, კავკასიის მედიცინის ცენტრმა  (Caucasus Medical Centre), მობილურ აპლიკაცია EKIMO-სთან პარტნიორობით შექმნა ქართველი ემიგრანტების საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი.

მათივე ცნობით, დისტანციური სამედიცინო სერვისით სარგებლობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ. მათთვის ოჯახის ექიმის მომსახურება უფასო იქნება, ხოლო სხვა სპეციალისტებთან ისინი მომსახურებას სიმბოლურ ფასად მიიღებენ. პაციენტების დისტანციური მართვა მაღალი სამედიცინო სტანდარტების დაცვით განხორციელდება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და საფუძვლიან მონიტორინგს გულისხმობს.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ დისტანციური სამედიცინო სერვისი მობილური აპლიკაცია EKIMO-ს გამოყენებით მიიღონ, რომელიც მომხმარებლებს სასურველი ექიმის შერჩევას და რეზერვაციას გაუმარტივებს. ასევე მათთვის, ვისაც სურს ოჯახის ექიმთან სატელეფონო ჩაწერა, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ნომერი (+995) 595 44 44 84.  რეზერვაციის შემდეგ ექიმი პაციენტებს თავად დაუკავშირდება. 

ევექსი ჰოსპიტლების ქსელში არსებული მრავალპროფილური კავკასიის მედიცინის ცენტრი (Caucasus Medical Centre)  მაქსიმალურად შეეცდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება დისტანციურად გაუწიოს თანამემამულეებს, რომლებიც არსებულ მდგომარეობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა ვერ ახერხებენ საჭირო პროფილის ექიმისგან სამედიცინო დახმარების მიღებას.