მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგის მერიის და დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლის შენობებზე საქართველოს დროშები გამოიფინა

26 მაისი ყაზბეგის მერია

26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლის შენობებზე საქართველოს დროშები გამოიფინა.

აღნიშნულს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველო რუსეთის იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხდდა - ეროვნულმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი" მიიღო. წელს კორონავირუსის  პანდემიის არსებობის გამო დამოუკიდებლობის დღე საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების გარეშე მოკრძალებულად აღინიშნება.

დიდება და პატივი მათ, ვინც იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის და თავი შესწირა მის დამოუკიდებლობას.