მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგში მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო და გორისციხის მიმართულებით მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მანანა ნარიმანიძესთან, მერის მოადგილებთან თამაზ ალიბეგაშვილთან და დავით ქირიკაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს “ ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ასრულებს, ადგილორივი ბიუჯეტიდან 1 669 252 ლარით ფინანსდება.ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან და მუნიციპალურ ცენტრთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაობი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 199 999 ლარით ფინანსდება. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაფართოება, გრუნტის მოჭრა გზის საყრდენი კედლის მოსაწყობად. სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულედეს შ.პ.ს „ეს ერ ჯი“ ახორციელებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად განხორციელდება. ყაზეგის მერია აქტიურად მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად და პროექტით გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს.