მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგში „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“  მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

ცენტრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და მიზნად ისახავს პერსონალისათვის შესაბამისი სამუშაო პირობის შექმნასა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.

„პროექტის ჯამური ღირებულება 238 000 ლარს აღემატება.საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანამშრომლობით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.