მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი კამპანია „იმოგზაურე საქართველოში“ ჩაერთო

კელი დეგნანი სვანეთს ეწვია

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს კუთხეები მოინახულა.

აშშ-ს საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთს ესტუმრა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტის დროს დეგნანი რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას გაეცნო, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს.

„ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით. ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა. ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს. ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მოგვიანებით ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს. მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ელჩი დეგნანი დღეს იფარს და უშგულსაც ეწვია.

keli-degnani-ushulshi_o_h.jpeg

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. დღეს მათ მოინახულეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მზადაა საქმიანობისთვის და მოუთმენლად ელის ადგილობრივ ტურისტებს.

წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მონახულებისას ელჩმა შეიტყო სვანი ხალხის მტკიცე რწმენის შესახებ და მათთვის მრავალი სირთულის გადალახვისას ამ რწმენის მნიშვნელობაზე. მან ასევე გაიგო, როგორ გადაარჩინეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საქართველოს კულტურული საგანძურები არაერთი დამპყრობლისაგან.

ელჩი დეგნანი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრით, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიზნესის განვითარებაში ეხმარება“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.