მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხი თუ არ დაგიდგა გვერდში მილიონი კარავი რომც გაშალო, რა?“ - მეუფე იაკობი

მეუფე ტაძრის ეზოში

„სანამ არ შერიგდებიან, ქვეყანას არაფერი ეშველება. იმიტომ, რომ ხალხი თუ არ დაგიდგა გვერდში მილიონი კარავი რომც გაშალო რა? იძახე არჩევნები, არჩევნები“, - ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ხარების დღესასწაულზე ქადაგებაში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მან დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს ეკლესიაში მისვლა და შერიგება კიდევ ერთხელ შესთავაზა.

„მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოა, უცხოელებთან სხდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ. ისინი ხომ ხედავენ. იქ არ მოსულა მასეთი რამ. ჯერ რაში გჭირდებათ უცხოელები, თვითონ ვერ უნდა დაილაპარაკონ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდით ჩვენთან და ჩვენ გაჩვენებთ გზას. ისინი, ვინც პატრიარქს შეურაცხყოფენ და ასე ექცევიან, იმათ ქუჩაში საერთოდ არ გავატარებთ. მაგასაც ვნახავთ. სახლებში ხომ ცხოვრობენ, მეზობლები არ შეუშვებენ მაგათ. მაგრამ ეგეც არ გვინდა, იქნებ მოინანიონ და გადარჩნენ.

ხომ ვიცით რომელი პოლიტიკოსები დგანან მათ უკან. ამიტომ პოლიტიკოსებსაც ვთხოვთ, რომ მოვიდნენ და შევარიგებთ. თუ არ შერიგდებიან, ვინც დაარღვევს, იმას მერე მთელმა ერმა მოვთხოვოთ პასუხი“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს და მას პოლიტიკური დაპირისპირება არ აინტერესებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კი ეკლესიას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

„ხომ არ ვერევით და ვეუბნებით, ეს დანიშნე, ის დანიშნე. პასუხისმგებლობა ჩვენზეცაა და თუ არ შერიგდებიან, მერე ჩვენც მოვთხოვთ. ცუდად რომ იქცევიან, ჩავერევი აბა რას ვიზამ. ეს ქვეყანა მაგათი კი არაა და მამიკოებმა და დედიკოებმა კი არ დაუტოვეს. მე ამ ქვეყნისთვის ფიზიკურადაც მიბრძოლია“, - განაცხადა მეუფემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მათი ქცევა საზოგადოებაში უკვე ზიზღს იწვევს“ - მეუფე იაკობი ამბოხებულ სასულიერო პირებზე

„პანდემიიდან რომ გამოვალთ, ბევრი ადამიანი სამწუხაროდ სამსახურს ვეღარ იპოვის“ - მეუფე იაკობი

„სექტას ემსგავსებიან“ - მეუფე იაკობი ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე