მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანძარი სამეგრელოში - ძლიერი ქარის გამო პლანტაციებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არსებობს

ხანძარი სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი ძირითადად უკიდია ბალახს და ეკალბარდს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება, ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.

ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.