მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში ახალი ხიდი აშენდა

ხიდი სოფელ ლეღვანში, 2020 წ.

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე 5,6 მეტრი, საავტომობილო ხიდს აქვს გამყოფი ლითონის ბორდიურით გამოყოფილი საფეხმავლო ტროტუარი. მათივე ცნობით, ორმალიანი ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 419 973 ლარით დაფინანსდა.

მდინარე ლეღვნულაზე სოფლის საჯარო სკოლისკენ გადასასვლელი ხიდი გასული წლის სტიქიის შედეგად დაზიანდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.