მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში მრავალშვილიან ოჯახებზე პურის ფქვილს გასცემენ

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

ქვეყანაში ეპიდვითარებით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ხარაგაულის მერიას ავტობანის (ჩუმათელეთი-ხევი (F1) მონაკვეთი) მშენებელი ჩინური კომპანიის „China State Construction Engineering Corporation Limited”) წარმომადგენლებმა პურის ფქვილი გადასცეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, პურის ფქვილი მრავალშვილიან ოჯახებზე განაწილდა. 25 კგ-იანი შეფუთვით ფქვილს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 111 მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს!

პურის ფქვილის დაფასოებასა და გაცემაში მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას.