მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში რაგბის სტადიონი მოეწყობა

ხარაგულში რაგბის სტადიონი მოეწყობა

ხარაგაულში რაგბის სტადიონი მოეწყობა. ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფელ კიცხში აშენდება რაგბის სტადიონი, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტრიბუნით და საშხაპე კაბინებით.

ახალი სარაგბო სტადიონი მომავალში შეძლებს უმასპინძლოს რეგიონულ ტურნირებს და ფესტივლებს. ხარაგაულელ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ რაგბს, პროფესიონალურ დონეზე და შემდგომში მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე. 

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მერიის ხელშეწყობით საქართველოს რაგბის კავშირი დააფინანსებს.