მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხაშურში 2 კაცი ჭაში გარდაცვლილი ნახეს

არ გადაკვეთო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიში 2 ახალგაზრდა კაცი ჭაში გარდაცვლილი ნახეს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ჭაში გასაწმენდად ჩავიდნენ. გარდაცვლილების ცხედრები ამოყვანილია.