მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ

გაფიცვა

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ. ჩინური სამშენებლო კომპანიის „ჰუ ნა ნის“ 300-მდე თანამშრომელი მძიმე სამუშაო პირობებზე და გაჭირვებაზე საუბრობს.

ისინი აცხადებენ, რომ ყოველთვიური ანაზღაურება ოჯახების სარჩენად არ ჰყოფნით. ქუჩაში გამოსული მუშები ამ წუთებში მაგისტრალზე არიან შეკრებილი და გზის გადაკეტვას გეგმავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტიტების ხარჯები შედის. ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია „ჰუ ნა ნი“ ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზოვენ. შეთავაზება მოუღებელია აქციის მონაწილეებისთვის, ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჯერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.