მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა გრძელდება

გზების დაგების სამუშაოები გრძელდება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზებზე აგრძელებს ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ბეტონის საფარის მოწყობა სხვადასხვა სოფელში ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9000 კუბ.მ. ბეტონი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის სოფლებში მოწყობილია 4747 კუბური მეტრი ბეტონის საფარი.