მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ტაბიძეზე სახლი იწვის

თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.