მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: დაბალი ასაკის მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირებულია

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტისმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო წარმატებულია.

ხუნდაძის თქმით, ტრადიციად ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და უშუალოდ საქართველოს ოფისის დირექტორთან.

„პერიოდულად ვიხილავთ არსებულ საკითხებს და ვგეგმავთ ერთიან სტრატეგიას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღას და რეკომენდაციებს და ქმედებს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ის, რომ ეს პოზიტიური შედეგი მივიყვანოთ ბოლომდე. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო იყო წარმატებული და ის კმაყოფილია როგორც ხელისუფლების ქმედებით, ასევე საზოგადოების დამყოლობით და დამოკიდებულებით რამაც სწორედ ეს პოზიტიური შედეგი განაპირობა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთობლივად დაგეგმეს.

„შევეხეთ თამბაქოს შესახებ კანონს და გავაანალიზეთ ის შედეგები, რა პოზიტიური შედეგებიც მოიტანა ამ საკანონმდებლო ცვლილებამ, ჯანმო პერიოდულად ატარებს კვლევებს და ბოლო კვლევებით შემცირებულია თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით დაბალი ასაკის მწეველთა შორის, რაც კარგი შედეგია. ჯანდაცვის კომიტეტი ჯანმოს-თან ერთად აგრძელებს მოსახლეობაზე ზრუნვას და ჩვენი თანამშრომლობა იქნება ყოველდღიური და შესაბამისი დადებითი ეფექტი ამას აუცილებლად ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​