მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ამაღლებაა

ამაღლების ხატი

დღეს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებლები აღნიშნავენ.

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.