მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები, რომლითაც ქვეყანას მომავალი 2 თვე მოუწევს ცხოვრება“ - პაატა იმნაძე

ქართულ პირბადეებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, დევანდელი ეპიდვითარება ძალიან რთულია.

„სისტემა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა შეიწირა კოვიდმა.

იმისათვის რომ ვითარება განიმუხტოს აუცილებელია შეზღუდვების გამკაცრება. ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლებიც უფრო გამკაცრდება ქვეყანაში გადაადგილების და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირების შეზღუდვის კუთხით“ , - დასძინა პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე მისი თქმით, ხვალ ზუსტად გამოცხადდება ის სექტორები, რომლებსაც შეზღუდვა შეეხება.

„ეს არის გარკვეული გეგმა თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი 2 თვის მანძილზე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

📌 ცნობისთვის, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.